ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული პროდუქტი თებერვალში – საქსტატი — Cnoba

Alia სიახლე 04 Mar 2026, 09:45

2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის. ამ პროდუქტების ჩამონათვალში ყველაზე დიდი რაოდენობითაა სასურსათო პროდუქტები – 92 ერთეული, რაც განპირობებულია იმით რომ სამომხმარებლო კალათაზე სურსათს ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ფასების დეტალური ინდექსის თანახმად, 2026 […] The post ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული პროდუქტი თებერვალში – საქსტატი appeared first on .

2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის. ამ პროდუქტების ჩამონათვალში ყველაზე დიდი რაოდენობითაა სასურსათო პროდუქტები – 92 ერთეული, რაც განპირობებულია იმით რომ სამომხმარებლო კალათაზე სურსათს ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ფასების დეტალური ინდექსის თანახმად, 2026 წლის თებერვალში წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად – 92%-ით ქლიავი არის გაძვირებული. მეორე პოზიციაზეა 74%-ის გაძვირებით ქორწინების ოქროს ბეჭედი, მესამეზე კი 50%-ის ფასის მატებით ლიმონია.

2026 წლის თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის რეიტინგი:

# პროდუქტი ფასების წლიური ცვლილება
1 ქლიავი 92%
2 ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 74%
3 ლიმონი 50%
4 მსხალი 46%
5 ატამი 33%
6 მწვანე ლობიო 32%
7 შებოლილი თევზი 28%
8 ახალი თევზი 28%
9 ქალის ფეხსაცმლის შეკეთება 26%
10 საზამთრო 25%

 

რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 28%-ით მწვანილი არის გაიაფებული, 22%-ით შემცირდა კომბოსტოს ფასი, ტელევიზორის და ხახვის ფასი 19-19%-ით, მაცივარი კი წლიურად 18%-ით გაიაფდა.

# პროდუქტი ფასების წლიური ცვლილება
1 მწვანილი 28%
2 კომბოსტო 22%
3 ტელევიზორი 19%
4 ხახვი 19%
5 მაცივარი 18%
6 ნიორი 17%
7 კომპიუტერი 14%
8 ინტერნეტის გადასახდელი 13%
9 სარეცხი მანქანა 13%
10 ყურძენი 13%

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, თებერვალში რესტორნებშიხინკალი წლიურად 4%-ით გაძვირდა. გასული წლის თებერვალთან შედარებით 9%-ით გაძვირდახაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 10.1%-ითაა გაზრდილი.

9.3%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 5.5% შეადგინა. (ბიემჯი)

The post ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული პროდუქტი თებერვალში – საქსტატი appeared first on .


რელევანტური