ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაიკეტა – რა გახდა ამის მიზეზი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 04 Mar 2026, 07:42

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა. ადმინისტრაციის განმარტებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. როგორც ბაღის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თოვლის სქელმა საფარმა ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. სტიქიამ დააზიანა როგორც უნიკალური ხე-მცენარეების კოლექციები, ისე მნიშვნელოვანი ექსპონატები. დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. სპეციალისტების შეფასებით, არსებული ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა და რისკების შეფასება, რათა ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილება გარანტირებული იყოს. ბაღის წარმომადგენლების თქმით, სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი დრო და რესურსი იქნება საჭირო. The post ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაიკეტა – რა გახდა ამის მიზეზი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური