2026-2027 სასწავლო წელს I კლასში დარეგისტრირების წესი იცვლება — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 03 Mar 2026, 08:26

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, 2026-2027 სასწავლო წელს, ერთჯერადად, ბავშვის I კლასში დარეგისტრირების წესი შეიცვლება. “ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ბავშვის I კლასში დარეგისტრირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება […] ბოლო პერიოდში, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. ამ საკითხზე აქტიური დისკუსიები მქონდა. სხვადასხვა რეგიონში პირადად შევხვდი […] The post 2026-2027 სასწავლო წელს I კლასში დარეგისტრირების წესი იცვლება appeared first on ODISHINEWS.

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, 2026-2027 სასწავლო წელს, ერთჯერადად, ბავშვის I კლასში დარეგისტრირების წესი შეიცვლება.

“ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ბავშვის I კლასში დარეგისტრირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება […] ბოლო პერიოდში, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. ამ საკითხზე აქტიური დისკუსიები მქონდა. სხვადასხვა რეგიონში პირადად შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, მშობლებსაც […] ამასთან ერთად, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას.

ამ ყველაფრის შემდეგ, საბოლოოდ შევჯერდით და გაცნობებთ, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს I კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ჩვენთვის საზოგადოების, მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება პრინციპულად მნიშვნელოვანია”. – თქვა მიქანაძემ ბრიფინგზე.

The post 2026-2027 სასწავლო წელს I კლასში დარეგისტრირების წესი იცვლება appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური