ლიბერთი ბანკი-ს ინფორმაციით, სათაო ოფისის შენობაში ხანძარი დამხმარე ლიფტის შახტაში გაჩნდა. ცეცხლის აღმოჩენა და ლოკალიზაცია ადრეულ ეტაპზე, შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად მოხდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში – დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი, რომელიც ფიზიკურად გამოყოფილია ძირითადი სამუშაო სივრცეებისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს ოპერაციული საქმიანობისთვის.
“ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.
ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბანკის ცნობით, მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.