სავარაუდოდ, შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვიეს – შსს ლიბერთიზე — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 03 Mar 2026, 08:29

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, აალება, სავარაუდოდ, შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო […] The post სავარაუდოდ, შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვიეს – შსს ლიბერთიზე appeared first on ODISHINEWS.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, აალება, სავარაუდოდ, შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.

არსებობდა ცეცხლის სხვა არეალზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი. სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.

სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.

მუშაობენ ყველა შესაძლო ხანძრის გამომწვევ სხვა ვერსიაზე.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დანიშნულია ექსპერტიზა.” – წერია უწყების განცხადებაში.

The post სავარაუდოდ, შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვიეს – შსს ლიბერთიზე appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური