სააგენტო "პარალელი"
“ბიზნესი დარწმუნდება, რომ ივანიშვილი მათი სტაბილურობის კი არა, საფრთხის წყაროა” – ვახო სანაია
ჟურნალისტი ვახო სანაია ქართული ბიზნესისთვის მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:
“სანქციები გამოიწვევს ივანიშვილის რეჟიმსა და ბიზნესს შორის ურთიერთობების გაფუჭებას. ბიზნესი დარწმუნდება, რომ ივანიშვილი მათი სტაბილურობის კი არა, საფრთხის წყაროა.
ყავის კომპანიის განცხადება, რომელიც განმარტების სახით დაიწერა რეჟიმის საჯარო მუქარის ფონზე, ბრიტანული სანქციების გვერდის ავლის ინსტრუქციაა.
არ გაწყობთ ეს კაცი ძალაუფლებაში.
სარგებელი, რომელიც აქამდე ჰქონდა ნებისმიერ ბიზნესს, ჯოჯოხეთად ექცევა და ყველაფერს დაკარგავს, თუ სანქცირებულ რეჟიმთან დისტანცირებას არ დაიწყებს. აქვე არ დაივიწყოთ მთავარი – ხალხი და მისი განწყობები“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.
“ბიზნესი დარწმუნდება, რომ ივანიშვილი მათი სტაბილურობის კი არა, საფრთხის წყაროა” – ვახო სანაია
პარალელი