“თუკი ვინმეს ტირანიის დამყარების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი” – დავით მათიკაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 02 Mar 2026, 10:31

სააგენტო "პარალელი" “თუკი ვინმეს ტირანიის დამყარების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი” – დავით მათიკაშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოზიციას მძიმე შეფასებებით ეხმაურება: “თუკი ტირანებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, კარგი იქნებოდა თუ საკუთარ ცხოვრებას გადახედავს, საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩაუკვირდება. საქართველოში თუკი ვინმეს ტირანიის დამყარების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი და ის შედეგი, რომელიც საქართველოში დაატრიალეს 2012 წლამდე. ამასთან დაკავშირებით […] “თუკი ვინმეს ტირანიის დამყარების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი” – დავით მათიკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“თუკი ვინმეს ტირანიის დამყარების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი” – დავით მათიკაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოზიციას მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

თუკი ტირანებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, კარგი იქნებოდა თუ საკუთარ ცხოვრებას გადახედავს, საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩაუკვირდება.

საქართველოში თუკი ვინმეს ტირანიის დამყარების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი და ის შედეგი, რომელიც საქართველოში დაატრიალეს 2012 წლამდე.

ამასთან დაკავშირებით იმუშავა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა დანაშაულების ის კასკადი, რაც ემთხვევა სწორედ ტირანიის თაბამედროვე განმარტებას.

ამიტომაც ფრთხილად იყოს ტირანიის განმარტებასთან, რამე თუ, ასეთ შემთხვევაში, ისრები პირადად მას მიუბრუნდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის – პოზიცია, რომელიც გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:
დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს
ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“.

“თუკი ვინმეს ტირანიის დამყარების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი” – დავით მათიკაშვილი
პარალელი


რელევანტური