სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინა.
„სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ო. ა. (მის: მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.
ობიექტზე, ასევე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
The post კუსტარული სასაკლაო და კრიტიკული შეუსაბამობები- სად გამოავლინეს კანონდარღვევა appeared first on გურია ნიუსი.