„მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან“ – პესკოვი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Mar 2026, 10:20

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი მუდმივ კონტაქტშია ირანის ხელმძღვანელობასთან. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან და განვიხილავთ ამ ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ირანზე თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი სიტუაციას აანალიზებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვაანალიზებთ სიტუაციას და ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა დასკვნები გააკეთა მოსკოვმა ვაშინგტონის მიერ თეირანის წინააღმდეგ ომის გზის არჩევის შემდეგ. The post „მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან“ – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური