ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ სამხედრო ბაზას დაარტყა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Mar 2026, 10:37

ირანმა კვიპროსის სამხრეთში მდებარე გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ბაზას დრონით შეუტია. ინფორმაცია კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში X დაწერა, რომ „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა აკროტირის ბრიტანულ სამხედრო ობიექტებს, რამაც „მცირე მატერიალური ზიანი გამოიწვია“. პრეზიდენტი აცხადებს, რომ „მუდმივ კონტაქტშია“ ევროპის ლიდერებთან და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და დასძინა, რომ კვიპროსი „არ აპირებს იყოს რაიმე სამხედრო ოპერაციის ნაწილი“. ეს განცხადება მოჰყვა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უახლეს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისინი აკროტირის ბაზიდან თანამშრომელთა ოჯახის წევრების ევაკუაციას ახორციელებენ. The post ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ სამხედრო ბაზას დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური