ჩეჩენმა ბიზნესმენმა, უმარ ჯაბრაილოვმა თავი მოიკლა – რუსული მედია — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Mar 2026, 09:50

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილმა წევრმა, ჩეჩენმა ბიზნესმენმა, უმარ ჯაბრაილოვმა მოსკოვის სასტუმროში თავი მოიკლა. ამის შესახებ რუსული მედია და Telegram-არხები წერენ. მათივე ცნობით, ჯაბრაილოვის ცხედართან ნაპოვნია პისტოლეტიც. ჯაბრაილოვი მძიმე მდგომარეობაში „უცნობი პირის“ სტატუსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბიზნესმენი მისი დაცვის წევრებმა ამოიცნეს. მედიის ცნობით, ჯაბრაილოვმა თვითმკვლელობა 2020 წელსაც სცადა, თუმცა მაშინ ის გადაარჩინეს. ჯაბრაილოვმა 2000 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმების 0.10% მიიღო. The post ჩეჩენმა ბიზნესმენმა, უმარ ჯაბრაილოვმა თავი მოიკლა – რუსული მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური