„თბილისის მერი აბუდაბიშია და ვერ ახერხებს გამოფრენას“ – მერიის პრესსამსახური — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Mar 2026, 07:41

თბილისის მერი კახა კალაძე შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუდაბიში, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას. – ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ თეირანში საელჩოს ხურავენ, ელჩს და ყველა სხვა დიპლომატს გაიწვევენ. ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიზეზად ირანის „აშკარა სარაკეტო თავდასხმები“ დაასახელა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ცნობით, ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად ქვეყანაში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაიჭრა. The post „თბილისის მერი აბუდაბიშია და ვერ ახერხებს გამოფრენას“ – მერიის პრესსამსახური appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური