ცნობილი ექიმი გარდაიცვალა — Cnoba

elNews სიახლე 01 Mar 2026, 19:51

კახეთში სამედიცინო საზოგადოება ცნობილ ექიმს, გოჩა შავგულიძეს ემშვიდობება. მძიმე მდგომარეობაში მყოფ 61 წლის ექიმს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქეთში მკურნალობდნენ. გოჩა შავგულიძე იყო ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, სერტიფიცირებული რადიოლოგი და ექოსკოპისტი.გარდაცვლილი ექიმი სხვადასხვა დროს მუშაობდა გურჯაანისა და ყვარლის საავადმყოფოებში, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონში“, თელავის რეფერალურ და ახმეტის „ევექსის“ ჰოსპიტალებში. საჯარო საქმიანობის ფარგლებში, იყო ყვარლის რაიონის საკრებულოს … ცნობილი ექიმი გარდაიცვალა Read More » The post ცნობილი ექიმი გარდაიცვალა appeared first on elNews.ge.

კახეთში სამედიცინო საზოგადოება ცნობილ ექიმს, გოჩა შავგულიძეს ემშვიდობება. მძიმე მდგომარეობაში მყოფ 61 წლის ექიმს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქეთში მკურნალობდნენ.

გოჩა შავგულიძე იყო ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, სერტიფიცირებული რადიოლოგი და ექოსკოპისტი.
გარდაცვლილი ექიმი სხვადასხვა დროს მუშაობდა გურჯაანისა და ყვარლის საავადმყოფოებში, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონში“, თელავის რეფერალურ და ახმეტის „ევექსის“ ჰოსპიტალებში.

საჯარო საქმიანობის ფარგლებში, იყო ყვარლის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე.მოგვიანებით კი საკრებულოს ჯანდაცვის, სოციალური საკითხებისა და განათლების მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

The post ცნობილი ექიმი გარდაიცვალა appeared first on elNews.ge.


რელევანტური