“ვაგდებთ დრონებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ბაზებს”- ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი — Cnoba
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი აცცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებას ცოტა ადამიანი იგლოვებს. მისივე თქმით, ახლა შემაფოთებელია ის, რომ ეს რეჟიმი ისვრის. „ის სულ უფრო განურჩეველი და ფართოდ გავრცელებული ფორმით ისვრის. ხალხი ნამდვილად შეშფოთებული იქნება, რომ ეს არა მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს, არამედ სამოქალაქო აეროპორტებს, ქუვეითის სასტუმროებს, დუბაის და ბაჰრეინისაც ურტყამს“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. ჰილი ამბობს, რომ გაერთიანებული სამეფო „აქტიურ მოქმედებებს“ ახორციელებს. „გავაძლიერეთ ჩვენი თავდაცვითი ძალები ახლო აღმოსავლეთში. ვახორციელებთ ამგვარ ფრენებს. ვაგდებთ დრონებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ბაზებს, ჩვენს ხალხს ან ჩვენს მოკავშირეებს. სიტუაცია ნამდვილად სერიოზულია“, – აღნიშნა მინისტრმა. The post “ვაგდებთ დრონებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ბაზებს”- ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.