“რეზიდენციაზე 30 ბომბი იქნა ჩამოგდებული” – WSJ-მა ხამენეის ლიკვიდაციის დეტალები გაარკვია — Cnoba

Alia სიახლე 01 Mar 2026, 09:30

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო დაზვერვა თვეების განმავლობაში აკვირდებოდა ირანის მაღალჩინოსნებს და ელოდებოდა მომენტს, როდესაც ისინი ერთდროულად შეიკრიბებოდნენ. დაზვერვამ სამი შეხვედრა გამოავლინა და დაადგინა აიათოლა ალი ხამენეის ადგილსამყოფელიც. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მიიღო მას შემდეგ, რაც დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩავარდა და გავრცელდა ინფორმაცია ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმაზე. კამპანიის დაგეგმვაში ჩართული იყო […] The post “რეზიდენციაზე 30 ბომბი იქნა ჩამოგდებული” – WSJ-მა ხამენეის ლიკვიდაციის დეტალები გაარკვია appeared first on .

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო დაზვერვა თვეების განმავლობაში აკვირდებოდა ირანის მაღალჩინოსნებს და ელოდებოდა მომენტს, როდესაც ისინი ერთდროულად შეიკრიბებოდნენ. დაზვერვამ სამი შეხვედრა გამოავლინა და დაადგინა აიათოლა ალი ხამენეის ადგილსამყოფელიც.

ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მიიღო მას შემდეგ, რაც დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩავარდა და გავრცელდა ინფორმაცია ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმაზე. კამპანიის დაგეგმვაში ჩართული იყო ისრაელის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა და „მოსადი“, რომლებიც ვაშინგტონთან კოორდინაციაში მოქმედებდნენ.

დარტყმები დღისით განხორციელდა, რაც ტაქტიკურ მოულოდნელობად შეფასდა. ისრაელის ავიაციამ ხამენეის რეზიდენციაზე 30 ბომბი ჩამოაგდო, ხოლო ამერიკული იერიშები სარაკეტო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე იყო მიმართული.

ირანმა ლიდერების დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა.

The post “რეზიდენციაზე 30 ბომბი იქნა ჩამოგდებული” – WSJ-მა ხამენეის ლიკვიდაციის დეტალები გაარკვია appeared first on .


რელევანტური