ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი – ზეიმობს — Cnoba

TV4 სიახლე 01 Mar 2026, 07:50

ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი – ზეიმობს. BBC Persian-ის ცნობით, გადაამოწმა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ხალხი წუხელ რამდენიმე ქალაქში ზეიმობდა. ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის ქუჩებში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მხიარულობენ ადამიანები. კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იკრიბებიან ადამიანები კოცონის გარშემო. ქუჩებსა და სახლებში ზეიმობს დაღუპული მომიტინგეების […] The post ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი – ზეიმობს appeared first on TV 4.

ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი – ზეიმობს.

 

BBC Persian-ის ცნობით, გადაამოწმა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ხალხი წუხელ რამდენიმე ქალაქში ზეიმობდა.

 

ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის ქუჩებში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მხიარულობენ ადამიანები.

 

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იკრიბებიან ადამიანები კოცონის გარშემო. ქუჩებსა და სახლებში ზეიმობს დაღუპული მომიტინგეების რამდენიმე ოჯახიც.

 

Reuters-ის ცნობით, ზეიმი იყო თეირანთან ახლომდებარე ქალაქში, კარაჯშიც.

 

ამასთან, BBC Persian-ის ინფორმაციით, დღეს დილით ქუჩებში მიმდინარე მოვლენები, როგორც ჩანს, უზენაესი ლიდერის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი პრო-სამთავრობო ღონისძიებებია.

 

თეირანში, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გლოვობენ ქუჩებში ადამიანები, ზოგიერთ მათგანს კი ხელში ხამენეის ფოტოები უჭირავს.

The post ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი – ზეიმობს appeared first on TV 4.


რელევანტური