აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი – ზეიმობს — Cnoba
ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი – ზეიმობს. მედიის ცნობით, გადაამოწმა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ხალხი წუხელ რამდენიმე ქალაქში ზეიმობდა. ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის ქუჩებში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მხიარულობენ ადამიანები. კიდევ ერთ ვიდეო ვრცელდება, თუ როგორ იკრიბებიან ადამიანები კოცონის გარშემო. ქუჩებსა და სახლებში ზეიმობს დაღუპული მომიტინგეების რამდენიმე ოჯახიც. Reuters-ის ცნობით, ზეიმი იყო თეირანთან ახლომდებარე ქალაქში, კარაჯშიც. თეირანში, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გლოვობენ ქუჩებში ადამიანები, ზოგიერთ მათგანს კი ხელში ხამენეის ფოტოები უჭირავს. The post აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი – ზეიმობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.