განახლდა
დღეს: 1128 სიახლე

რა მოხდა პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში - უკრაინა რუსეთის კვალზე საუბრობს

უკრაინის პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა 130 ადამიანი გამოავლინეს, რომლებიც შესაძლოა კიევის მახლობლად, პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში 2 ნოემბერს მომხდარ არეულობას უკავშირდებოდნენ.

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
Ajara Times

ბათუმში ბინის გაქურდვა სცადა – ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ The post ბათუმში ბინის გაქურდვა სცადა – ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს first appeared on აჭარა თაიმსი.

Batumelebi

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს – ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს. შემთხვევა 31 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცი ფეხშია დაჭრილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია ცხელ კვალზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

NewsReport

თელავში შვილმა დედა დაჭრა — ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული…

News.ge

შიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

კასპის მუნიციპალიტეტში წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ცნობით, ჩხრეკისას ამოღებულია დანაშაულის იარაღი, ვაზნები და მცირეკალიბრიანი შაშხანა.

News.ge

პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში პოლიციამ მოქალაქის ხელჩანთიდან თანხის გატაცების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა, რაზეც გამოძიება 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

News.ge

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე

შსს-ს ცნობით, ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების თანახმად, ისინი ბინაში შეჭრის შემდეგ დაზარალებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და 2 000 ლარს დაეუფლნენ.

News.ge

სისხლიანი ანგარიშსწორება იორმუღალოში - ორი ძმის მკვლელობა და ცხელ კვალზე დაკავებული პირი

იორმუღალოში ქორწილში მიმავალ ორ ძმას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს, მესამე ძმა კი ფეხში დაიჭრა. სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი, თანასოფლელი ვალშარ კაიბოვი, დანაშაულის იარაღთან ერთად ცხელ კვალზე დააკავეს.

News.ge

ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით პოლიციამ 4 არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა - შსს

შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ჯგუფური თავდასხმისა და ძარცვის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

News.ge

კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შსს-ს ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ორი პირის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

News.ge

კახეთის პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

კახეთის პოლიციამ მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული პირი ზესტაფონში ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა კაცმა დანაშაული თელავში ჩაიდინა და მიიმალა; მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

News.ge

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა

შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციამ ბათუმში სასურსათო მაღაზიიდან პროდუქციის ჯგუფურად მოპარვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა.

News.ge

მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

მარნეულში, მაღაზიაში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას კაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა, ნივთმტკიცებად კი დანა ამოიღო.