განახლდა
დღეს: 87 სიახლე

"რიყის დოქების" ადგილას ინვესტორს 67 761 კვ.მ ფართობის ინფრასტრუქტურის მოწყობა სურს

თბილისის მერიამ რიყის დოქების ადგილზე სასტუმროს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე წარმოება დაიწყო. როგორც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ინვესტორი ითხოვს 14 591 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე 67 761…

იხილე სრულად: on.ge ↗
News.ge

რიყის დოქების ადგილზე ინვესტორი მინიმუმ 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს

თბილისის მერიამ რიყის დოქების ადგილზე მინიმუმ 67,761 კვ.მ ფართობის შენობის გეგმარებითი დავალების გაცემაზე წარმოება დაიწყო. იურისტ ირაკლი აბესაძის განცხადებით, ინვესტორი სათანადო კვლევების გარეშე ითხოვს დაახლოებით 10-სართულიანი შენობის აგებას, სადაც სასტუმრო და კაზინო შეიძლება განთავსდეს.

News.ge

აბესაძე: დოქების ნაცვლად ინვესტორი 67,761 კვ.მ აშენებას ითხოვს, რაც 10-სართულიან შენობას ნიშნავს

ირაკლი აბესაძის განცხადებით, რიყის დოქების ნაცვლად ინვესტორი 67,761 კვ.მ ფართობის, დაახლოებით 10-სართულიანი შენობის აშენებას ითხოვს. მისი თქმით, რიყის ისტორიულ ზონაში მიწისა და შენობის გასხვისება სახელმწიფო ქონების მსხვილი ფლანგვა და კორუფციაა.

პარალელი

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

სააგენტო "პარალელი" “მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: “მხოლოდ მივესალმები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟს. ზოგჯერ დემონტაჟიც ქალაქის განვითარების ნაწილია…

News.ge

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს “რიყე დომ”-ის საკუთრებაშია. რიყის დოქების შესახებ 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ მიიღო…

მედიაცენტრი

მერიამ რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გასცა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს “რიყე დომ”-ის საკუთრებაშია. რიყის დოქების შესახებ 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ მიიღო…

Timer

იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ეწინააღმდეგება ე.წ. რიყის დოქების დაგეგმილ დემონტაჟს

60 წელზე მეტია ვსაქმიანობთ და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროექტის დანგრევის ფაქტის წინაშე დავდექით ისე, რომ არც ერთხელ განუხილავთ ალტერნატივები”,- ამის შესახებ რიყის დოქების არქიტექტორების განცხადებაშია საუბარი. იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ეწინააღმდეგება ე.წ. რიყის დოქების…

Netgazeti

„რიყის დოქების“ არქიტექტორი შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების მოძებნას ითხოვს

იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ეწინააღმდეგება ე.წ. რიყის დოქების დაგეგმილ დემონტაჟს და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების მოძებნას ითხოვს. ე.წ. რიყის დოქების არქიტექტორული კომპანიის განცხადებას გამოცემა Dezeen ავრცელებს. Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში…

მედიაცენტრი

,,ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო” – კახა კალაძე

დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, ხოლო თბილისის…

Timer

“არ მჯერა ერთი ადამიანის ჯინზე შენობის დანგრევა”- ნანუკა ჟორჟოლიანი რიყის დოქების დემონტაჟს ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება რიყის დოქების დანგრევის შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას. “მერიამ რიყის დოქების დანგრევის ნებართვა გასცა. არ მჯერა ერთი ადამიანის ჯინზე, რატომ შეიძლება ჯერ დანგრევამდე მიიყვანო შენობა და შემდეგ უკვე დაანგრიო”,_ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. Source

Timer

თბილისში რიყის დოქების დემონტაჟი მიმდინარეობს

ამის ამსახველ კადრებს TV პირველი ავრცელებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა. Source

Radio Tavisupleba

მდინარაძე ამბობს, რომ „რიყის დოქების“ მფლობელი მზად არის, გააჩუქოს ნაგებობის მასალა

„ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თბილისის ცენტრში, „რიყის პარკში“ მდებარე ე.წ. რიყის დოქების მფლობელი მზად არის, გააჩუქოს მასალა, რომელიც ნაგებობის დაშლის შემდეგ დარჩება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარალელი

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის დოქების” პროექტის დაცვას…” – ნიკოლოზ მეტრეველი

სააგენტო "პარალელი" “რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის დოქების” პროექტის დაცვას…” – ნიკოლოზ მეტრეველი ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და კონკრეტულ…