განახლდა
დღეს: 374 სიახლე

თურქეთში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩრდილოეთ თურქეთში, ზონგულდაკში, ქვანახშირის მაღაროში მეთანის აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ორი მაღაროელი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

იხილე სრულად: pressexpress.ge ↗
მედიაცენტრი

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, შანსის პროვინციაში მდებარე „ლიუშენიუს“ მაღაროში გაზის აფეთქება პარასკევს საღამოს მოხდა, რა დროსაც მაღაროში 247 მუშა იმყოფებოდა…

Metronome

ჩინეთში, შანსის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შანსის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აფეთქება 22 მაისის ღამით ცინიუანის ოლქში მდებარე „ლიუშენიუს“ ქვანახშირის…

Firstnews

აფეთქება თურქეთის ქვანახშირის მაღაროში

თურქეთში, ზონგულდაქის პროვინციაში, ქვანახშირის კერძო მაღაროში მეთანი აფეთქდა, რის შედეგადაც ორი მაღაროელი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. აფეთქების ადგილზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები მივიდნენ. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი…

Radio Tavisupleba

ჩინეთის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

ჩინეთის ჩრდილოეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და 90-ს მიაღწია, იტყობინება 23 მაისს AFP-ის სააგენტო სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

Timer

მაღაროში დასაქმებული გარდაიცვალა

ფორმულასთან ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ 25 მარტს, გვიან ღამით, შუქრუთის მაღაროში დასაქმებული გარდაიცვალა. ტარიელ მიქაცაძის თქმით, რომ მაღაროელის გარდაცვალება, სავარაუდოდ, უკავშირდება მაღაროში სამუშაო პირობებს. “როგორც ისმის და ამბობენ, არის გულით გარდაცვლილი. რომ დაამთავრა სამუშაოები მიწის ქვეშ…

MegaTV

შუქრუთის მაღაროში მაღაროელი გარდაიცვალა

შემთხვევა 25 მარტს მოხდა. დაღუპული ჯეირან ავსლანდია გარდაიცვალა „ცდილობენ, რომ შემთხვევა, რომელიც მაღაროში მოხდა, არ გამოვიდეს სააშკარაოზე და არავინ აგოს პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა… ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯეირანი გულის შეტევით გარდაიცვალა… მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდით…

მედიაცენტრი

შუქრუთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა – კომპანია საწარმოო ტრავმას გამორიცხავს

შუქრუთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 25 მარტს მოხდა, თუმცა ინფორმაცია მომხდარის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. “გარდაიცვალა CMC-ის ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის თანამშრომელი. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო ცვლა უკვე დასრულებული იყო და დასაქმებულები იმყოფებოდნენ მაღაროს…

News.ge

მედია: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში მცხოვრებ ვაჟა გიგაშვილს ხორბლის ყანა დაუწვეს (ვიდეო)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში მცხოვრებ ვაჟა გიგაშვილს ხორბლის ყანა დაუწვეს. გიგაშვილმა მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ტერიტორიაზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი და მოჰყვა თუ არა ფაქტს სამართალდამცავების რეაგირება

Timer

ბულგარეთში, იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა

REUTERS-ის ინფორმაციით, ბულგარეთში, იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება ცენტრალურ ბულგარეთში მდებარე იარაღის მწარმოებელი კომპანია EMCO-ს საწყობში პარასკევს საღამოს მოხდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი ერთ ობიექტზე გაჩნდა, ხოლო შემდეგ მეზობელ საწყობებზეც გავრცელდა. აფეთქების…

News.ge

Reuters – დამასკოში, სადაც ვიზიტით ემანუელ მაკრონი იმყოფება, აფეთქება მოხდა

დამასკოში, სადაც ვიზიტით ემანუელ მაკრონი იმყოფება, აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას Reuters-ი უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სირიის დედაქალაქში აფეთქება იმ სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რჩება. ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონი…

მედიაცენტრი

თეირანში დემონსტრაციებს პარალელურად მასშტაბური აფეთქება მოხდა

თეირანში, იმ მოედანზე, სადაც დემონსტრაციები უნდა გამართულიყო, მასშტაბური აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ქვეყნის ტელევიზია ავრცელებს. ამავე ცნობით, აფეთქება აშშ-ისრაელის „დაბომბვის“ შედეგი იყო, რომელიც თეირანის ცენტრალური სატრანსპორტო არტერიის, ენგელაბის ქუჩის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დღეს…

მედიაცენტრი

ლიეჟში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, 9 მარტის ღამეს, სინაგოგასთან აფეთქება მოხდა, – იტყობინება VRT პოლიციაზე დაყრდნობით. აფეთქება დაახლოებით დილის 04:00 საათზე მოხდა. გამოცემის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა მატერიალური ზიანი „მნიშვნელოვანია“. შენობის ფასადზე ჩამსხვრეულია ფანჯრები, ასევე…