სიახლე

ერდოღანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებასა და ვეტოს უფლების გაუქმებას ითხოვს

მედიაცენტრი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმირების ინიციატივით გამოვიდა. თურქეთის ლიდერის განცხადებით, აუცილებელია საბჭოს მუდმივი წევრებისთვის ვეტოს უფლების გაუქმება, რათა საერთაშორისო სისტემამ თანამედროვე გლობალური რეალობა უკეთ ასახოს. ერდოღანის თქმით, ბოლო წლების ტრაგედიებმა ცხადყო, რომ გლობალური კრიზისების გადაჭრის რამდენიმე დედაქალაქის ნებაზე მინდობა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს აღარ შეესაბამება. მან ხაზი გაუსვა, რომ უშიშროების საბჭო კვლავ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არქაულ სტრუქტურას ეფუძნება, რის გამოც საჭიროა უფრო სამართლიანი, ანგარიშვალდებული და წარმომადგენლობითი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც არცერთ ქვეყანას არ ექნება უმრავლესობის გადაწყვეტილების დაბლოკვის მუდმივი ბერკეტი. The post ერდოღანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებასა და ვეტოს უფლების გაუქმებას ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი