სიახლე
რუსეთის იერიშებს დნეპროპეტროვსკის ოლქზე მსხვერპლი მოჰყვა
მედიაცენტრი
რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სამ ქალაქზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ცნობით, დარტყმები ერთდროულად განხორციელდა სამრეწველო საწარმოებზე დნეპრში, კრივოი როგსა და პავლოგრადში. დნეპრში საწარმოზე თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. ამასთან, დნეპროვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, რის გამოც მაშველებმა 15 მცხოვრების ევაკუაცია განახორციელეს. პარალელურად, რუსულმა დრონებმა იერიში მიიტანეს კიევზეც, ხოლო ჩერნიგოვის ოლქში თავდასხმის გამო ელექტროენერგიის გარეშე 100 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა. The post რუსეთის იერიშებს დნეპროპეტროვსკის ოლქზე მსხვერპლი მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.