სიახლე

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასშტაბური იერიში განახორციელეს

მედიაცენტრი

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე 1 003 თავდასხმა განახორციელეს. იერიშებისა და სხვადასხვა მოდიფიკაციის 752 დრონით შეტევის შედეგად, რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. თავდასხმების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიულ შენობას. გარდა ამისა, სერიოზულად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები და ავტომობილები. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები მუშაობენ. The post რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასშტაბური იერიში განახორციელეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი