სიახლე

“ავტორიტარულ სისტემას მდგრადობის შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდება კვება, რისი ერთადერთი წყარო კორუფციაა” – გია ხუხაშვილი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ავტორიტარულ სისტემას მდგრადობის შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდება კვება, რისი ერთადერთი წყარო კორუფციაა” – გია ხუხაშვილი ტრამპ თაუერის ერთგვარი ინსპირაცია, კორუფციის როლი მმართველობაში და შედეგები ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოზიცია-შეფასებებში: “აზრები ტრამპ-ტაუერთან და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებით: ავტორიტარულ სისტემას მდგრადობის შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდება კვება, რისი ერთადერთი წყარო კორუფციაა. შესაბამისად, კორუფცია არის მმართველობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორ უნდა მართოს ხელისუფალმა კორუმპირებული სისტემა ისე, რომ თავად არ იყოს ბრალდებული კორუფციულ დანაშაულში? 1. უნდა შემოიკრიბოს […] “ავტორიტარულ სისტემას მდგრადობის შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდება კვება, რისი ერთადერთი წყარო კორუფციაა” – გია ხუხაშვილი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ავტორიტარულ სისტემას მდგრადობის შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდება კვება, რისი ერთადერთი წყარო კორუფციაა” – გია ხუხაშვილი

ტრამპ თაუერის ერთგვარი ინსპირაცია, კორუფციის როლი მმართველობაში და შედეგები ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოზიცია-შეფასებებში:

“აზრები ტრამპ-ტაუერთან და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებით:

ავტორიტარულ სისტემას მდგრადობის შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდება კვება, რისი ერთადერთი წყარო კორუფციაა.

შესაბამისად, კორუფცია არის მმართველობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.

როგორ უნდა მართოს ხელისუფალმა კორუმპირებული სისტემა ისე, რომ თავად არ იყოს ბრალდებული კორუფციულ დანაშაულში?

1. უნდა შემოიკრიბოს ხარბი ადამიანები, შეუქმნას დაუსჯელობის ილუზია და მიუშვას “საძოვარზე”. ასეთი ხალხი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც გონიათ, რომ საკუთარ ჯიბეზე მუშაობენ. “კარგად” რომ იმუშავებენ, მერე უნდა გაპარსოს.
სარგებელი ორმაგია:
ა) ფინანსური – ექსროპრიაციისგან მიღებული შემოსავალი;
ბ) პოლიტიკური – სანახაობა ხალხისთვის, კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციით.
ყველა “ქაქშია”, ხელისუფალი კი თეთრ ფრაკშია გამოწყობილი.
შემდეგ იწყება მორიგი ციკლი, ახალი ხარბი ადამიანების მონაწილეობით და ასე უსასრულოდ;

2. ნომენკლატურულ კაპიტალისტებს “შეტენოს” არაპოპულარული პროექტები პოლიტიკური, ან პირადი დაინტერესებით. მათ აკიდოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ტვირთი. როდესაც და თუ ნეგატივი გაფერმკრთალდება და თემა მიაღწევს სათანადო კონდიციას, მარტივად “აახიოს”.

ეს არის გამოცდილი მწყემსის მიერ ცხვრის ფარის მართვის კლასიკური ფილოსოფია, რადგან ბალახს დახარბებულმა ცხვარმა, რომელსაც მარტო მგლის ეშინია, არ იცის, რომ მას ბოლოს მგელი კი არა მწყემსი შეჭამს“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

“ავტორიტარულ სისტემას მდგრადობის შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდება კვება, რისი ერთადერთი წყარო კორუფციაა” – გია ხუხაშვილი
პარალელი


მსგავსი