სიახლე

,,CIA-ის ხელმძღვანელი მოსკოვში სადაზვერვო კავშირების შესანარჩუნებლად იმყოფებოდა” – რუბიო

მედიაცენტრი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში სადაზვერვო უწყებებს შორის კავშირების შესანარჩუნებლად იმყოფებოდა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნული ვიზიტი რუსულ მხარესთან საკომუნიკაციო არხების ღიად დატოვების მცდელობად შეაფასა. „მისი იქ ვიზიტი ძირითადად რუტინული იყო, იმ გაგებით, რომ ეს უბრალოდ სადაზვერვო საკომუნიკაციო არხების დამყარება და გაგრძელება იყო. ეს ყველაფერი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს კრიზისის ან კონფლიქტის დროს“, – განაცხადა მარკო რუბიომ. The post ,,CIA-ის ხელმძღვანელი მოსკოვში სადაზვერვო კავშირების შესანარჩუნებლად იმყოფებოდა” – რუბიო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი