,,მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს” – მედია
POLITICO-ს ცნობით, ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს. გერმანია საავადმყოფოებს შესაძლო კონფლიქტისთვის ამზადებს, ლიეტუვამ ევაკუაციის გეგმები განაახლა, ნატოს ჯარები კი ბალტიის რეგიონში სწავლებებს ატარებენ. ამავდროულად, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა ლიეტუვის საზღვართან მასშტაბური მანევრები წამოიწყეს. ხუთშაბათს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გააფრთხილა მოკავშირეები, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკრაინის მხარდამჭერი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დრონები ან რაკეტები „უახლოეს თვეებში“ გაუშვას. ეს გაფრთხილებები ხაზს უსვამს ევროპაში მზარდ შფოთვას, რაც ბოლო თვეებში საჰაერო სივრცის დარღვევისა და დივერსიის მცდელობების გახშირებულმა შემთხვევებმა გამოიწვია. ნატოს მოკავშირეები… The post ,,მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →