თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, დედაქალაქში არსებული აბავშვო ბაღების უმრავლესობა, კერძოდ, 184 საბავშვო ბაღი სააღმზრდელო პროცესსა და აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. სააგენტოს ცნობით, დღის განმავლობაში კლინიკებში ბავშვთა მიმართვიანობის მატება ან ავადობის ახალი ფაქტები არ გამოვლენილა. უწყების განმარტებით, სერვისის მიწოდება დროებით მხოლოდ იმ 7 ბაღშია შეჩერებული, სადაც ავადობის შემთხვევები დაფიქსირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ყოველდღიურ კონტროლს გადის, დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, ხოლო თითოეულ პროდუქტს ლაბორატორიული კვლევის ოქმები ახლავს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები… The post თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →