სასწავლო წლის დაწყებამდე საბავშვო ბაღების კვების ბლოკები მოწმდება
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებსა და სამზარეულოებში ინსპექტირებას ახორციელებს. სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, არსებულ ვითარებას დეტალურად სწავლობენ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. შემოწმების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზოგად ჰიგიენას, ინფრასტრუქტურის, ინვენტარისა და აღჭურვილობის მდგომარეობას, ტემპერატურული რეჟიმის დაცვას, სასმელი წყლის უვნებლობასა და პერსონალის მზადყოფნას. მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო სულ 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს. The post სასწავლო წლის დაწყებამდე საბავშვო ბაღების კვების ბლოკები მოწმდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →