“ირანის ომი კრიტიკულ მომენტს უახლოვდება” – დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის გარშემო მიმდინარე კონფლიქტი კრიტიკულ ფაზაში შედის და იგი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო იერიშების განახლების შესახებ. აშშ-ის ლიდერის თქმით, მის წინაშე დგას მასშტაბური არჩევანი ირანის რეჟიმის საბოლოო განადგურებასა და სხვა სტრატეგიულ ნაბიჯებს შორის. „მე დიდი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. მინდა, შევიდე და გავანადგურო ირანის რეჟიმი, თუ არა? ეს დიდი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი შეიძლება“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა ირანის წინააღმდეგ მოქმედი საზღვაო ბლოკადის ეფექტურობით და აღნიშნა, რომ თეირანი ენერგორესურსების ექსპორტს ვეღარ ახორციელებს. „მას შემდეგ, რაც დავიწყეთ, ირანში არცერთი გემი არ გასულა.… The post “ირანის ომი კრიტიკულ მომენტს უახლოვდება” – დონალდ ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →