სიახლე

,,აშშ-ის ახალი სანქციები უკრაინაში მშვიდობიან მოგვარებას ხელს შეუშლის” – პესკოვი

მედიაცენტრი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის დამტკიცება არამეგობრულ ქმედებად შეაფასა. პესკოვის განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან დამატებითი შეზღუდვების დაწესება უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს მნიშვნელოვნად გაართულებს. „ეს არამეგობრულ ქმედებებს მიეკუთვნება. რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი დამატებითი სანქციის დაწესება უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას ნამდვილად გაართულებს“, – განაცხადა პესკოვმა. The post ,,აშშ-ის ახალი სანქციები უკრაინაში მშვიდობიან მოგვარებას ხელს შეუშლის” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი