სიახლე
10 წლის ბავშვის ავტომობილში იძულებით ჩასმა სცადეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო
მედიაცენტრი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. როგორც ბავშვის დედა ამბობდა, ფაქტი გასულ კვირას, სოფლის მოსაცდელთან მოხდა. მისი თქმით, ბავშვი ცეკვის რეპეტიციიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც ასაკოვანმა მამაკაცმა სახლში წაყვანა შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი კაცი ავტომობილში მის ძალით ჩასმას შეეცადა. ბავშვმა თავის დაღწევა მოახერხა და უსაფრთხოების მიზნით ახლომდებარე მაღაზიისკენ გაიქცა. The post 10 წლის ბავშვის ავტომობილში იძულებით ჩასმა სცადეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.