ავტომობილში კაცი უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და გარდაიცვალა — Cnoba

GuriaNews სიახლე 01 Mar 2026, 05:40

ავტომობილში ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით სანაპიროს ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში 35 წლამდე კაცი ცუდად გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პაციენტი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “პაციენტი შემოიყვანეს აგონიაში, უგონი მდგომარეობით, ერთეული სუნთქვით, სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოკსიკაციით. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, […] The post ავტომობილში კაცი უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.

ავტომობილში ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით სანაპიროს ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში 35 წლამდე კაცი ცუდად გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პაციენტი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“პაციენტი შემოიყვანეს აგონიაში, უგონი მდგომარეობით, ერთეული სუნთქვით, სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოკსიკაციით. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

The post ავტომობილში კაცი უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური