სიახლე

ბელარუსსა და აშშ-ს შორის შეთანხმება შედგა

მედიაცენტრი

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ბელარუსული საწარმოების „ლაკოკრასკასა“ და „ბელესბუმპრომის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს. ბელარუსული მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საპასუხოდ და კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, ბელარუსი პატიმრობიდან 25 ადამიანს გაათავისუფლებს. მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯონ კოულის ხელმძღვანელობით მოქმედ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ მინსკი ღიაა ნებისმიერი საკითხის განსახილველად. The post ბელარუსსა და აშშ-ს შორის შეთანხმება შედგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი