სიახლე

ღაზაში შენობის ჩამონგრევას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

ღაზის სექტორში, ქალაქ ტალ ალ-ჰავაში, ომის დროს დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვია. ადგილობრივი სამაშველო ჯგუფების ცნობით, ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი და დაკარგულების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივების თქმით, იმის მიუხედავად, რომ შენობა ავარიული იყო, მასში 10 ოჯახი მაინც ცხოვრობდა. მედიის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსი ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დროს განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა. The post ღაზაში შენობის ჩამონგრევას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი