სიახლე

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა

მედიაცენტრი

უკრაინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონებზე, რუსეთის მორიგი მასშტაბური თავდასხმის გამო პოლონეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ავიაცია აამოქმედა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 საათზე მიიღეს. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის საზღვართან მდებარე რამდენიმე რაიონში, მათ შორის პშემიშლში, ჟეშუვსა და ლუბლინში. ამასთან, დროებით შეჩერდა ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტების ფუნქციონირებაც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 80 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. The post უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი