„მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ“ – ექიმი მაია კოხტაშვილი
კახეთში დაკავებულმა ნევროლოგმა, მაია კოხტაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ექიმმა მადლიერება გამოხატა პაციენტების, კოლეგების, ადვოკატებისა და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც მის მხარდასაჭერად გირაოს თანხა შეაგროვეს. კოხტაშვილის თქმით, ხალხის ერთიანობამ და გვერდით დგომამ მას უმძიმეს პერიოდში სიცოცხლე აჩუქა და უსამართლობასთან გამკლავებაში დაეხმარა. „მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს. თითოეული გაღებული ერთი ლარი იმის მიზეზია, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ახლა ამის წერის შესაძლებლობა მაქვს, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე… The post „მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ“ – ექიმი მაია კოხტაშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →