სიახლე

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს

TV4

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ 7000 ლარამდე ნაღდი ფულის და ოქროულობის წაღება შეძლეს. თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და მისი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. ფაქტზე გამოძიება […] The post თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს appeared first on TV 4.

პირველწყარო →

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა.

 

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ 7000 ლარამდე ნაღდი ფულის და ოქროულობის წაღება შეძლეს.

 

თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და მისი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა.

 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

The post თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს appeared first on TV 4.


მსგავსი