სიახლე

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, 70 წლამდე ქალი გაძარცვეს

მედიაცენტრი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა. თავდამსხმელებმა მარტო მცხოვრები პენსიონერი დააბეს და ძალადობის მუქარით ფულისა და ძვირფასეულობის ადგილსამყოფელის გამხელა აიძულეს. შედეგად, თავდამსხმელებმა 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროს ნივთები გაიტაცეს. ადგილობრივების ცნობით, დაზარალებული სახლში მარტო ცხოვრობს და მისი შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. The post თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, 70 წლამდე ქალი გაძარცვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი