სიახლე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

მედიაცენტრი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლუკა ეხვაია სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა საგარეო საკითხებში. ,,ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში მას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი. იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. The post პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი