უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს ბრალი წაუყენა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ ეჭვმიტანილის ბრალდების ოქმს მოაწერა ხელი. კრავჩენკო კრივონოსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო სარგებლის მიღების მიზნით ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. მან მოუწოდა როგორც სემიონ კრივონოსს, ისე სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელს, ალექსანდრ კლიმენკოს, თანამდებობები დაუყოვნებლივ დატოვონ. კრავჩენკოს განცხადებით, ანტიკორუფციული ორგანოების მიერ გენპროკურატურაში ჩატარებული ოპერაცია „კართაგენი“ რეალურად მათ წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმეების მასალების ხელში ჩასაგდებად განხორციელდა. „ე.წ. ოპერაცია „კართაგენი“ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მისი ნამდვილი მიზანი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის… The post უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს ბრალი წაუყენა appeared first on მედიაც…
პირველწყარო →