სიახლე

,,თუ ლიეტუვა ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნე გახდება” – პესკოვი

მედიაცენტრი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ ლიეტუვა საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ქვეყანა რუსეთის სამიზნედ იქცევა. პესკოვის თქმით, ლიეტუვაში განთავსებული შეიარაღება პირდაპირ რუსეთისკენ იქნება მიმართული, რასაც მოსკოვის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება. „თუ ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განთავსდება, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იქნება მომართული, მაშინ ამ ქვეყნის ტერიტორია ჩვენი ბირთვული იარაღის სამიზნე გახდება“, – აღნიშნა პესკოვმა. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტი 2027 წლის დასაწყისში კონსტიტუციის 137-ე მუხლის ამოღებას გეგმავს, რომელიც ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას კრძალავს. სეიმის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა. The post ,,თუ ლიეტუვა ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნე გახდება” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი