სიახლე
ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც თანატოლმა მოკლა
მედიაცენტრი
თბილისში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, – წერია შსს-ს განცხადებაში. მოკლული მოზარდი დათო ნარიმანიძეა. მოკლულიც და დაკავებულიც 17 წლისები არიან. მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა. The post ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც თანატოლმა მოკლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.