ესპანეთი ევროკავშირის გაფართოებისას კატალონიური, ბასკური და გალისიური ენების აღიარებას ითხოვს
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ მადრიდი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, თუმცა პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს ესპანეთის რეგიონული ენების სტატუსთან დაკავშირებით. ესპანეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის გაფართოების შედეგად ახალი ოფიციალური ენების დამატებას, სანამ კატალონიურ, ბასკურ და გალისიურ ენებს შესაბამისი სტატუსი არ მიენიჭება. ალბარესის თქმით, გაფართოების პროცესის პარალელურად აუცილებელია შიდა ენობრივი საკითხის მოგვარებაც, რათა დაცული იყოს სამართლიანობის პრინციპი. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გაფართოებას, მაგრამ ამასთან ერთად დაჟინებით მოვითხოვთ ჩვენი ოფიციალური ენების საკითხის გადაწყვეტას. წარმოუდგენელია, ევროკავშირში ახალი ოფიციალური ენა დაემატოს, თუ კატალონიური, ბასკური და გალისიური ენები ამ სტატუსით ჯერ… The post ესპანეთი ევროკავშირის გაფართოებისას კატალონიური, ბასკური და გალისიური ენების აღიარებას ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →