პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულებს გერმანული კომპანიის დირექტორად გააცნო თავი და თითქოსდა ,,Mercedes-Benz“ ცენტრიდან, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მათთვის შეძენის მოტივით 222 700 ევრო ჩაარიცხვინა საკუთარ ანგარიშზე. ბრალდებულმა ჩარიცხული თანხა მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, ხოლო დაზარალებულებს თითქოსდა გადაცემული თანხის უკან დაბრუნების საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი გაუგზავნა. ,,ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულებს დიდი ოდენობით, 656 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგათ. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა,… The post პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →