აჭარაში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხინა. ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით – ჯამში 16 300 ლარამდე თანხას” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის… The post აჭარაში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →