სიახლე

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის ივლისში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა […] The post პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის ივლისში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი