სიახლე

აშშ-მა რამდენიმე ირანული ნავთობტანკერი დაბომბა

მედიაცენტრი

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში, კუნძულ ხარგის სიახლოვეს ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ხუთი ტანკერი გაანადგურეს. უწყების განმარტებით, აღნიშნული საპასუხო ზომა მას შემდეგ გატარდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ორჯერ სცადა. „აშშ-ის სამხედრო გემმა წარმატებით აირიდა ირანის თავდასხმის მცდელობები და რეგიონული წყლების პატრულირება განაგრძო“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა. ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტების შედეგად ამერიკელი სამხედრო პერსონალიდან არავინ დაშავებულა. The post აშშ-მა რამდენიმე ირანული ნავთობტანკერი დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი