რუსეთმა უკრაინული ტელეკომპანიის შენობას დაარტყა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა უკრაინული ტელეკომპანიის შენობას დაარტყეს. მისი თქმით, რუსული ძალების მიერ გაშვებული დრონი ტელეკომპანიის „ჩვენ – უკრაინა“ შენობას იმ დროს მოხვდა, როდესაც ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში იყვნენ. „შენობა ნაწილობრივ განადგურებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ამ დროისთვის ხუთი დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „მედიაზე „შაჰედებით“ თავდასხმა რუსეთის დეგრადაციის ახალ ფურცელს აღნიშნავს“. „ამას ევროპისა და მსოფლიოს მხრიდან რეაქცია უნდა მოჰყვეს. უკრაინასა და უკრაინელებზე განხორციელებული არც ერთი დარტყმა დაუსჯელი… The post რუსეთმა უკრაინული ტელეკომპანიის შენობას დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →