სიახლე
საფრანგეთში რენუარის მუზეუმი გაძარცვეს
მედიაცენტრი
საფრანგეთში, კან-სიურ-მერში მდებარე რენუარის მუზეუმიდან მძარცველებმა პიერ-ოგიუსტ რენუარის სამი ტილო მოიპარეს. მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებით, გატაცილი ნამუშევრების საერთო ღირებულება 9 მილიონ ევროს აღემატება. მძარცველები მუზეუმში გამთენიისას შეიჭრნენ და ოთხი ნახატი წაიღეს, თუმცა დევნისას ერთი ნახატი დაუვარდათ, რის შემდეგაც დამნაშავეებმა მიმალვა შეძლეს. რენუარის მუზეუმი 1960 წელს იმპრესიონისტი მხატვრის ყოფილ სახლში გაიხსნა, სადაც ის 1919 წელს გარდაიცვალა. კოლექციაში მხატვრის 13 ორიგინალი ნამუშევარი, ათეულობით ქანდაკება, ავეჯი და პირადი ფოტოსურათები ინახება. The post საფრანგეთში რენუარის მუზეუმი გაძარცვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.