,,აშშ ზამთარში ომის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ ზამთარში ომის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს. მისი თქმით, ზამთარში უკრაინისა და რუსეთის მიერ ომის დეესკალაციის მიზნით ნაბიჯების გადადგმის და უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას განიხილავს. ,,რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დეესკალაცია არ სურს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება მასზე ზეწოლა მოახდინოს. ვფიქრობ, პუტინს ტრამპი სჭირდება და მისი განაწყენება არ სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე, ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლებისგან, სტივ უიტკოფისგან და ჯარედ კუშნერისგან მიღებული გზავნილი იყო ის, რომ „რუსები მზად არიან მოლაპარაკებებისთვის“. უკრაინის პრეზიდენტმა… The post ,,აშშ ზამთარში ომის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →